უახლესი ამბები
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
საზოგადოება
საქართველოში გამოკითხულთა 66% ევროკავშირს ენდობა
„საქართველოს მოქალაქეთა 83% ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც 8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებლს“, - ნათქვამია ევროკავშირის 2017 წლის კვლევაში, რომელიც მან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩაატარა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამ წლის მარტიდან მაისამდე გასტანა და საკვლევ ქვეყნებს შორის საქართველოც მოხვდა, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში.
შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს, რაც გაეროსადმი (56%) და ნატოსადმი (54%) გამოხატულ ნდობას აღემატება.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (58%) კარგადაა ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ხოლო გამოკითხულთა 1/3 ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
ეს უკვე მეორე მასშტაბური გამოკიტხვაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. საქართველოს გარდა მასში მიიღეს მონაწილეობა სომხეთმა, აზერბაიჯანმა, მოლდოვეთმა, ბელორუსმა და უკრაინამ.