უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ივლისი, 2020 17:02
font-size

საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებს - ანა ფუტკარაძე

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა, თუმცა აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს. არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივ თანაცხოვრებაში აღარ იმყოფებიან, თუმცა განქორწინების დარეგისტრირება არ მოუხდენიათ. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ანა ფუტკარაძემ განაცხადა.

ანა ფუტკარაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, მათ შორის სასამართლოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, 2019 წლის მონაცემით, საქართველოში 11, 205 პირი განქორწინდა. 3,918 განქორწინება მომხდარია ქ. თბილისშია. განქორწინების მაჩვენებელი საქართველოს რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება: აჭარა - 309, გურია - 86, იმერეთი - 580, კახეთი - 300, მცხეთა-მთიანეთი - 109, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 324, სამცხე-ჯავახეთი - 110, ქვემო ქართლი - 394 და შიდა ქართლი - 254. განქორწინებლი 11,205 პრიდან 10,039 პირი იმყოფებოდა ქორწინებაში პირველა, ხოლო 972 - განქორწინდა მეორედ ქორწინების პირობებში. სტატისტიკით, მითითებული არ არის 194 პირის შესახებ ინფორმაცია, მათი ქორწინების ხანგრძლივობის შესახებ. განქორწინებილთა მეტი რაოდენობის ასკი მერყეობს 30-35 წლის ფარგლებში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარსულში განხორციელებული შესწავლილი თანახმად, 2018-2019 წლების განმავლობაში, საქართველოში განქორწინების სტატისტიკა შეადგენდა 37,892 შემთხვევას, თუმცა ეს სტატისტიკაც ხასიათდებოდა მზარდი მაჩვენებლით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც.

მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია.

ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

8 აგვისტო, 2020 , 14:20

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი, გვირგვინით შეამკო დ

ამ ადამიანებმა ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული - სალომე ზურაბიშვილი

8 აგვისტო, 2020 , 12:45

აგვისტოს ომის გმირები სამშობლოსა და ერთიანობისთვის დაიხოცნენ. ჩვენ კი ერთიანობის ნაცვლად, დაპირისპირებაზე ვართ გადასული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურ

თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას - გიორგი გახარია

8 აგვისტო, 2020 , 12:45

თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 216 შემთხვევაა დადასტურებუ

სოფელ მერეთში ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა

8 აგვისტო, 2020 , 12:10

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის&l

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

8 აგვისტო, 2020 , 11:35

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე