უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 თებერვალი, 2019 13:00
font-size

საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს.ა. დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ონფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 მაისს, ს.ა. თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კარწახის“ გავლით შემოვიდა და ტანსაცმელში დამალვის გზით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 26 აბი და 9 აბის ნატეხი (0,0619 გრ.), სამ პაკეტად დაფასოებული, 5,4584 გრ. ,,მორფინი“ (მარილი), 3,6389 გრ. ,,კოდეინი“ (მარილი),1,7287 გრ. ,,თებაინის“ შემცველი პლასტიკური მასა და ორ პაკეტად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“, შემცველი კრისტალური ნივთიერება (0,5666 გრ.)

სამართალდამცველებმა ს.ა. 2018 წლის 28 მაისს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები. ს.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლომ ს.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 აგვისტო, 2019 , 11:43

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ. ი. დამნაშავედ ცნო. როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნ

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

17 აგვისტო, 2019 , 11:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსა

პოლიციამ ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი - 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:50

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალ

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

16 აგვისტო, 2019 , 15:01

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმსა და სარფში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშნადებას დაქვემდებარე

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 22 წლის მამაკაცი

16 აგვისტო, 2019 , 11:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს