უახლესი ამბები
- 01.03.2021 19:05მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა - შარლ მიშელი
- 01.03.2021 17:35შარლ მიშელს შევთავაზე, რომ პროცესი მედიაციიდან მოდერატორობაში გადავიდეს - მამუკა ხაზარაძე
- 01.03.2021 17:35კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
- 01.03.2021 17:30გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
- 01.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა
- 01.03.2021 17:15ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
- 01.03.2021 17:15ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე - გიორგი ვაშაძე
- 01.03.2021 17:00ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ - შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს - თამარ გაბუნია
- 01.03.2021 17:00ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს - სალომე სამადაშვილი
- 01.03.2021 16:32სიტუაცია ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მეთქვა ადგილობრივებისთვის, რომ მარტო არ არიან - შარლ მიშელი
არქივი
საზოგადოება

საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
საქართველოში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციაზე, მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი ორგანო - გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისია ყალიბდება,- ამის შესახებ ინფორმაციას "საქპატენტი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) "საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში, რომლის მთავარი პარტნიორია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - "საქპატენტი". "გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ეროვნული კომისიის შემადგენლობაში შევლენ "საქპატენტისა" და დარგობრივი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული ექსპერტები და სხვა პირები.
კომისიის როლი და ფუნქციები დარგში მოწინავე საფრანგეთის კომისიის ანალოგიური იქნება, რომლის პრაქტიკაც ნათლად ასახავს, რომ ამგვარი ფორმატის ფარგლებში სისტემის მონაწილე ყველა რგოლის აქტიური ჩართულობა შესაძლებელია. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 20-21 იანვარს საქპატენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ორდღიანი დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს კომისიის ფუნქციები, უფლებამოსილებები, შემადგენლობა და განაცხადებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) "საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ მიზანია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზება.
ამასთან, ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებაში. გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, გამონაკლის შემთხვევებში, სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
1 მარტი, 2021 , 17:35

გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
1 მარტი, 2021 , 17:30

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3268 ლარი გახდა
1 მარტი, 2021 , 17:15

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ - შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს - თამარ გაბუნია
1 მარტი, 2021 , 17:00

ძველი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო - საქართველოს რკინიგზა
1 მარტი, 2021 , 16:15

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად
1 მარტი, 2021 , 16:15