უკან

საზოგადოება

23 მაისი, 2018 16:45
font-size

საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის - აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის.

ამასთან, როგორც ჰაერის დაბინძურების მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია თავმოყრილი.

დოკუმენტის განხილვა პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ავტოსატრანსპორტო საშუალებების 76%–ს არ გაუვლია, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალი იყო და 2016 წლისათვის მხოლოდ 13,6% დაჯარიმება მოხდა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემასთან საპატრულო პოლიციის სამსახურს არ ჰქონდა წვდომა და შესაბამისად, არ იყო ინფორმირებული, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს არ აქვს გავლილი სავალდებულო ინსპექტირება.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე, მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადის. 2016 წლის ოქტომბრისა და 2017 წლის აპრილის პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის აპრილიდან – 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში – მიკროავტობუსების 40%.

ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია.

„იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111–ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც 2015 წლის 1–ლი იანვრიდან 2017 წლის 1–ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი