უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივლისი, 2018 16:00
font-size

საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება - ნოე მეგრელიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება და ამ მხრივ პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს.

მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული ანალიზით ჰაერში ტყვიის შემცველობას იკვლევს. მეგრელიშვილმა მცდარი უწოდა ინფორმაცია, რომ ჰაერში ტყვია ფიქსირდება და გამორიცხა ტყვიის საწვავში არსებობაც.

უწყების წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში 2005 წლიდან აკრძალულია ტყვიის შემცველი ბენზინის მოხმარება და ბოლო წლებში ჩატარებულ არცერთი კვლევით, იქნება ეს არასამთავრობო სექტორის მონაცემები, ჟურნალისტური გამოძიება თუ სახელმწიფო კონტროლი, ტყვიის დასაშვებზე მეტი შემცველობა ჰაერში არ დაფიქსირებულ მეგრელიშვილის თქმით, მოსაძებნია ტყვიის წყაროები.

„ტყვიის წყაროებს სწორად უნდა მივაგნოთ და პრობლემა ვეძებოთ იქ, სადაც ამის ყველაზე მაღალი ალბათობაა – სათამაშოებში, საღებავებში. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სუნელების რაოდენობას საღებავებით ზრდიდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის ინფორმაციით, ჰაერში გოგირდის დიოქსიდის შემცველობაც დაბალია და ასეთი მცირე კონცენტრაციის მიზეზი ისაა, რომ 2012 -2017 წლებში ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შემცირდა და დღეს მოხმარებულ საწვავში ამ ნივთიერების შემცველობა ულტრამცირეა, ერთ კილოგრამ ბენზინზე 10 მილიგრამზე ნაკლები.

მეგრელიშვილის თქმით, დედაქალაქშიც კი გოგირდის შემცველობა ევროპულ დონეზე გაცილებით დაბალია. რაც შეეხება ბენზოლს, მისივე განცხადებით, მცირე დარღვევები ამ კუთხითაც ერთეულ შემთხვევაში დაფიქსირდა. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში მთავარი დამბინძურებელია აზოტის დიოქსიდი, რაც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვის შედეგია და ასევე, მთავარი დამბინძურებელი მყარი ნაწილაკები – მტვერია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი