უკან

ეკონომიკა

19 აპრილი, 2019 13:30
font-size

საქართველოში იმპორტი 4.7 პროცენტით შემცირდა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე), 2019 წლის იანვარ-მარტში, 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მარტში, 1 155.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 135.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 16.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 99.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 95.6 მლნ. აშშ დოლარით (11.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის იმპორტმა 150.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 131.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 120.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.1 პროცენტი).

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9354 ლარი გახდა

21 აგვისტო, 2019 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

წარმატებით დავასრულეთ ინტენსიური მოლაპარაკებები - „რაინეარი“ საქართველოდან ოპერირებას იწყებს - ნათია თურნავა

21 აგვისტო, 2019 , 16:15

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9275 ლარი გახდა

20 აგვისტო, 2019 , 17:39

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7 %-ით შემცირდა

19 აგვისტო, 2019 , 14:25

2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 12.4% - ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7% - ით შემცირდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9232 ლარი გახდა

16 აგვისტო, 2019 , 17:32

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9232 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9182 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

„გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები

16 აგვისტო, 2019 , 15:36

სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს