უკან

მოზაიკა

6 თებერვალი, 2018 17:40
font-size

საქართველოში ხვალ არამდგრად ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +11, +16; მთაში +6, +11; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს.ზოგან მცირე წვიმაა ნავარაუდევი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +9, +14; მთაში +6, +11; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქრაი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +10 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა