მოზაიკა
საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +27, +32; სანაპირო რაიონებში +20, +25; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +29, +34; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
თბილისში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +33 გრადუსი იქნება.