უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
მოზაიკა
23 მაისი, 2018 17:30
საქართველოში ხვალ ცვალებად ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +29 გრადუსი იქნება.