უკან
მოზაიკა
3 აპრილი, 2017 17:00
საქართველოში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +16, +21; მთაში +14, +19; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
უმეტესად უნალექო ამინდს ელიან აღმოსავლეთ საქართველოშიც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +16, +21; მთაში +12 +17; მაღალ მთაში +6, +11 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +20 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი