უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

8 დეკემბერი, 2017 17:45
font-size

საქართველოში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდს ელიან

საქართველოში ხვალისთვის სინოპტიკოსები უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +6, +11; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.

უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე აღმოსავლეთ საქართველოშიც. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +5, +10; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან -7-მდე) გრადუსი.

თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +7 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა