უკან
მოზაიკა
23 თებერვალი, 2018 17:30
საქართველოში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +11, +16; მთაში +9, +14; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღე ასევე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +12, +16; მთაში +7, +12; მაღალ მთაში +1, +6 ( ზოგან +11-მდე) გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.