უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

30 ივლისი, 2018 15:40
font-size

საქართველოში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; მთაში +31, +36; მაღალ მთაში +28, +33 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +34, +39; მთაში +31, +26; მაღალ მთაში +20, +25 (ზოგან +30-მდე) გრადუსი.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +38 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა