უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

22 დეკემბერი, 2016 16:30
font-size

საქართველოში ხვალ უნალექო ამინდს ელიან

სინოტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი. შესაძლებელია, ტემპერატურა -10 გრადუსამდეც დაეცეს.

თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, იქნება ღამით -4 და დღისით +6 გრადუსი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა