უკან
მოზაიკა
13 სექტემბერი, 2017 17:36
საქართველოში ხვალ უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 13 სექტემბრისთვის უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +29, +34, სანაპირო რაიონებში +23, +28; მთაში +28, +33; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღე ასევე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +30, +35; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +16, +21 (ზოგან 28-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში +34 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი