უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
არქივი
მოზაიკა
13 ოქტომბერი, 2017 17:50
საქართველოში ხვალ უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +19, +24; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე აღმოსავლეთ საქართველოშიც. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +19, +24; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +5, +10 (ზოგან 16-მდე) გრადუსი.
თბილისში ასევე, უმეტესად უნალექო ამინდს ელიან. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +22 გრადუსი იქნება.