უკან
მოზაიკა
19 ოქტომბერი, 2018 17:10
საქართველოში ხვალ უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +25; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +24 გრადუსი იქნება.