უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
არქივი
მოზაიკა
საქართველოში ხვალ უნალექო ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თუმცა უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +10, +15; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +10-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტესად უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +13 გრადუსი იქნება.