უკან
მოზაიკა
16 ივლისი, 2018 15:30
საქართველოში ხვალისთვის მცირე ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 17 ივლისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას ელია. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, ზოგან ნავარაუდევია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
თბილისში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია შესაძლებელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +31 გრადუსი იქნება.