უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

13 სექტემბერი, 2017 15:20
font-size

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები იწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის გადაღებები იწყება.

"მამიკოს გოგო” („Daddy's Girl”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია - “სარკე სტუდია“ მუშაობს.

ფილმს ბრიტანელი რეჟისორი ჯულიან რიჩარდსი იღებს რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, 1 თვეს გაგრძელდება და 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი Costas Mandylor შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი 20 წლის გზააბნეული გოგოს და 40 წლის მექანიკოსი მამაკაცის გარშემო ვითარდება, ერთი შეხედვით სასიამოვნო რომანი საზარელ ისტორიად გადაიქცევა. ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები შეირჩა: კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უცხოელი პროდიუსერებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.

პროექტის ამოქმედებიდან მცირე დროში უკვე 6 ფილმია გადაღებული. „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მალე კიდევ 3 ფილმის გადაღება იგეგმება.

17 და 18 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან

17 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 17 და 18 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

17 და 18 ივნისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელიან

16 ივნისი, 2018 , 16:35

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 17 და 18 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 17 ივნისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვ

მისი აღმატებულება BENTLEY

16 ივნისი, 2018 , 14:10

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმ სამყაროში, სადაც შეუძლებელი არაფერია. საუბარია ინგლისის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაზე: მისი აღმატებულება “ბენტლი“ - სწორედ ასე მოიხსენიებენ ლეგენდარულ საავტომობილო ბრენდს, რომლის

უმეტეს რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან

16 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 16 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მ

უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

15 ივნისი, 2018 , 16:05

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 16 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მ

საქართველოში დღეს მცირე ნალექს ელიან

15 ივნისი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში 15 ივნისისთვის მცირე ნალექს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე