უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 დეკემბერი, 2018 16:15
font-size

საქართველოში კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

კონკურენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო თბილისი მარიოტში, სემინარი გამართა თემაზე - „ევროკავშირის მხარდაჭერა კონკურენციის სფეროში“.

„კონკურენციის საერთაშორისო დღეს საქართველო უკვე მეორე წელია უერთდება, რომელიც 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება და დაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან. გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას, კოლეგებს, თანამშრომლებს, ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებს, სემინარზე მოწვეულ სტუმრებს - ბიზნესის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ექსპერტებს. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ თუ როგორ შეიძლება კონკურენციის გაძლიერებამ და ევროკავშირის სამართლებრივი პრინციპების გაზიარებამ ხელი შეუწყოს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და წაახალისოს თანამშრომლობა ევროპულ და ქართულ კომპანიებს შორის. განვიხილავთ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ ბაზასთან დაახლოების მიმდინარე პროცესებს. თუ რა სარგებელი მოაქვს კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურ აღსრულებას ბიზნეს გარემოსთვის და ა.შ. სამართლიანი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება და დაცვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის, ეფექტიანობის ამაღლებისა და ყველა დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა მიმართულია თავისუფალი, ჯანსაღი კონკურენციის დაცვისკენ და ხელშეწყობისკენ“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა.

სემინარზე პრეზენტაციებით წარსდგნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები: დანიელ კოლგანი - წამყვანი ექსპერტი სამართლის დარგში და დიანა მარკოვიჩ ბაიალოვიჩი, წამყვანი ექსპერტი კონკურენციის დარგში. სამუშაო შეხვერაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და სხვა თანამშრომლებმა; ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა აურელიო ლა ტორემ, ბიზნესის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა პირებმა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებმა.

სემინარი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით განხორციელდა.

დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 17:14

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს და

წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12 დეკემბერი, 2025 , 16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12 დეკემბერი, 2025 , 12:30

SOLO-ს და Mastercard-ის ტრადიციად ქცეული საახალწლო კინოჩვენებები გრძელდება. 10 იანვარს, უყურეთ Disney-ს ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმს - „მეფე ლომს“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულების თ

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

11 დეკემბერი, 2025 , 19:03

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმარ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 დეკემბერი, 2025 , 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი ს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო

11 დეკემბერი, 2025 , 16:32

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშ