უკან

საზოგადოება

28 თებერვალი, 2020 15:15
font-size

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს მოქალაქეს იტალიიდან ჩამოვიდა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა.

"მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გავაკეთეთ რეაქცია და ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა. წყაროს წარმოადგენს იტალია ამ შემთხვევაში, არის მოგზაურობის ისტორია იტალიაში, არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი, 2020 , 07:50

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მო

აფინანსებს თუ არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს ვანო ჩხარტიშვილი

12 ივლისი, 2020 , 00:17

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტ ი

სააკაშვილმა თქვა, ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არისო – ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:56

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.  „ჩემთვის ეს ძალიან მძ

„თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:34

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, „თიბისი ბანკი“ იყო „ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური, დანაშაულებრივი ქმედების გამტარი“. ამის შესახებ

იძალადა ჩემზე საქართველოს პრეზიდენტმა, მაიძულა ტელევიზიის დათმობა - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:24

რა იყო ტელეკომპანია "მზის" დათმობის მიზეზი - ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრებს იხსენებს. ვანო ჩხარტიშვილი "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას ტელეკომ

იყო ძალიან მეგობრული გარჩევა, გარჩევას თუ დავარქმევთ ამას - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:10

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გამართულ იხსენებს. საუბარია შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, მამუკა ხაზარაძე და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ. როგორც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე