უკან
საზოგადოება
5 აპრილი, 2020 11:54
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
საუბარია თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადმოყვანილ 81 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.