უკან

საზოგადოება

24 მაისი, 2020 11:05
font-size

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

„კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. ამ დროისთვის, კოვიდ ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე საკარანტინო სივრციდან.

კვლავ რჩება ჩვენთან 35 პაციენტი. ერთი ახალი დადასტურებული მივიღეთ სოფელ მუშევანიდან, ბოლნისის რაიონიდან. ეს პაციენტი იქ დადასტურებულის კონტაქტია. კვლავ რჩება მძიმე სამი პაციენტი. კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ რადიოლოგოური მონაცემებით არ გვაქვს გაუმჯობესება, განსაკუთრებულად ერთ პაციენტთან, რომელიც იყო კრიტიკული, მაღალი ასაკის პაციენტი. აქედან გამომდინარე, პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ. კლინიკურად სტაბილური ვითარებაა,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 730 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 522 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაიცვალა 12 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 3511 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 243.

საქართველო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი

12 ივლისი, 2020 , 11:18

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov,ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12 ივლისი, 2020 , 10:05

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები შიდა ქართლში, ქარელში შეინიშნებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასა

დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი, 2020 , 07:50

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მო

აფინანსებს თუ არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს ვანო ჩხარტიშვილი

12 ივლისი, 2020 , 00:17

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტ ი

სააკაშვილმა თქვა, ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არისო – ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:56

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.  „ჩემთვის ეს ძალიან მძ

„თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:34

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, „თიბისი ბანკი“ იყო „ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური, დანაშაულებრივი ქმედების გამტარი“. ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე