უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აპრილი, 2017 13:50
font-size

საქართველოში ყოველწლიურად 50-60 ადამიანი იღუპება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო - აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში ყოველწლიურად 50-60 ადამიანი იღუპება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოება რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

"სამწუხაროდ, ჩვენ ყოველწლიურად 50-დან 60 ადამიანამდე გვეღუპება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო და ასეა ბოლო 15 წლის განმავლობაში.

შრომის ინსპექციის დაკავშირება, რომ ეს არის პანაცეა, ამ პრობლემის გადასაწყვეტად, აბსოლუტურად არასწორია. არსებობს მთელი რიგი ეშელონები მექანიზმების, რომლებმაც უნდა დაიცვას ადამიანები და გააკონტროლოს შრომისათვის უსაფრთხო გარემო", - განაცხადა ზოიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღესაც არსებობს მათ შორის "სისხლის სამართლის კოდექსში" 240-ე მუხლი, სადაც ჩაწერილია კონკრეტული პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე.

"პრობლემა არის ის, რომ ამ მუხლით დაწყებული საქმეებიდან, 60 გამამტყუნებელი განაჩენიდან არც ერთ შემთხვევაში არ დადგა საპატიმრო სასჯელი. ყველა დამთავრდა შეთანხმებით, ან კომპენსაციით. გასაგებია, რომ დაზარალებულის ოჯახს ურჩევნია კომპენსაცია, ვიდრე ადამიანის საპატიმროში ჩასმა, რომელიც არის დამნაშავე, რომ არ დაიცვა შრომის უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ ეს უკვე პრობლემას ქმნის ეფექტიანი პრევენციის, როდესაც შიში არ არის საპატიმრო სასჯელის. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და არა შრომის ინსპექციის არსებობა თუ არარასებობა. თუმცა, შრომის ინსპექციას თავისი დიდი როლი აქვს პრევენციის კუთხით", - განაცხადა ზოიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ნათია ფანჯიკიძის და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი

21 თებერვალი, 2020 , 20:40

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურ

`მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები` - ფინანსური განათლების პროგრამა აგრომეწარმეებისათვის

21 თებერვალი, 2020 , 18:43

აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და სპეციალურად ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილ

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21 თებერვალი, 2020 , 18:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვ

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება - „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“

21 თებერვალი, 2020 , 17:50

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ

ბორჯომში სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2020 , 17:40

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად სამოქალაქო თანასწორობისა და ინ

რამდენია სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის მეოთხე კვარტალში

21 თებერვალი, 2020 , 17:20

2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. ამის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`