უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 ნოემბერი, 2017 15:05
font-size

საქართველოში ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. ორლიანდაგიანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი გვირაბი, ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია.

გვირაბის მშენებლობას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს. პროექტს ზედამხედველობას უწევს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი.

სარკინიგზო გვირაბის გათხრის სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ძი იანჩი, "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" გენერალური დირექტორი სიაო ჰონგვუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

"ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდება მგზავრობის დრო და მატარებელი თბილისიდან ბათუმამდე მანძილს კიდევ უფრო მოკლე დროში დაფარავს. „საქართველოს რკინიგზა“ ძალიან დიდ ძალისხმევას დებს, რათა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დროულად და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს. ასე რომ, თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მალე ჩვენ გვექნება მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის - სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყანას ექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ახალი და განახლებული რკინიგზის სადგურებით, პორტებით და აეროპორტებით, ტურისტული ინფრასტრუქტურით.

"მინდა ასევე აღვნიშნო, რომ თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვისაც. ეს ორი პროექტი ერთობლივად, ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ეკონომიკურ ლანდშაფტს, ამიტომ მათი წარმატებით განხორციელება არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა. ეს არის პროექტები, რომლებმაც უდიდესი გარდატეხა უნდა მოახდინოს ქვეყანაში", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, -„საქართველოს რკინიგზა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს თავის მნიშვნელოვან როლს, იმ მნიშვნელოვან კორიდირში, რომელსაც საქართველო ისედაც წარმოადგენს, როგორც გეო-სტრატეგიული ქვეყანა სხვა მრავალი ქვეყნებისთვის, ამ შემთხვევაში აზიიდან ევროპაში და პირიქით“.

„ეს არის მნიშვნელოვანი საქმე საქართველოსთვის, გაიხსნა საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი. ეს გახლავთ ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის, ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის და ასევე აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთი მთავარი გამოხმაურება,“- აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ.

„რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის რეალიზაციის შემდეგ, ხარისხობრივად და თვისობრივადაც, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურა გახდება გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი და ის შეასრულებს მის მთავარ როლს, რათა უზრუნველყოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრული გამოყენება,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ რომ თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და დაახლოებით 2 წელიწადში დასრულდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შენდება 6 ახალი გვირაბი. სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების შემდეგ თბილისსა და ბათუმს შორის მსვლელობის დრო ერთი საათით შემცირდება, ამასთან მნიშვნელოვნად გაიზრდება მაგისტრალის გამტარუნარიაონობა.

საკვანძო სიტყვები:

ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება

23 იანვარი, 2020 , 17:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება, ევრო – 3.2005 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7899 ლარი. 23 ია

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

23 იანვარი, 2020 , 17:40

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დ

`ბორჯომი ლიკანი` ვერ გაიყიდა

23 იანვარი, 2020 , 17:25

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა. იმის გამო, რომ ობიექტით არავინ დაინტერესდა, ვაჭრობაც არ შედგა. "საპარტნიორო ფონდში" ამბობენ, რომ სასტუმროს გაყიდვას მეორედაც შეეცდებიან. ამ დროისთვის აუქციონის პირობ

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს

23 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთ

კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს

23 იანვარი, 2020 , 13:15

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია – ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის

2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

23 იანვარი, 2020 , 10:55

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას ცხრა პროცენტით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`