უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

4 სექტემბერი, 2017 15:35
font-size

საქართველოში მიმდინარე წვრთნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არასდროს გაგვიკეთებია - სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის არტაკ ზაქარიანის თქმით, სომხეთს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია „Agile Spirit 2017“-ში მონაწილეობაზე.

ამის შესახებ ზაქარიანმა კონფერენცია „მოწინააღმდეგეს სამხედო-პოლიტიკური ტაქტიკა და ჩვენი ქმედება“-ზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვერ გეტყვით, რატომ იყო შეყვანილი სომხეთი მონაწილეთა სიაში. სომხეთის სამხედრო ძალებს არასდროს უთქვამს, რომ მორიგ წვრთნებში მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენს გეგმარებაში გარკვეული ცვლილება შევიდა“,-აღნიშნა სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია, რატომ ამტკიცებენ საქართველოში, რომ სომხეთმა წვრთნებში მონაწილეობაზე უარი ბოლო მომენტში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ნატო იყო, არის და დარჩება სომხეთის პარტნიორი.

„ნატო იყო, არის და დარჩება ჩვენი პარტნიორი. ამასთან, ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების სრულფასოვანი წევრი ვართ და ჩვენი უსაფრთხოების მთავარი დასაყრდენი კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაა“,-აღნიშნა ზაქარიანმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მოვუწოდებ, ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებებს, შევქმნათ ამიერიერკავკასიის უსაფრთხოების საბჭო შტაბბინით თბილისში - შალვა ნათელაშვილი

28 სექტემბერი, 2020 , 15:55

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, მხარეებმა უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიწყონ მოლაპარაკებები, ვინაიდან რეგიონში არასტაბილურობ

ქვების სროლით ვერ გამოასწორებენ სიღარიბეს, ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ და ერთადერთი რასაც იზავენ გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში - დავით ბაქრაძე

28 სექტემბერი, 2020 , 15:35

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული ოცნების წევრები, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები ახორციელებენ ორგანიზებულ ფიზიკურ ძალადობას ოპონენტების წინააღმდ

მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის - მიხეილ სააკაშვილი

28 სექტემბერი, 2020 , 15:35

„ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის,“ - ამის შესახებ საქართ

უნდა დადგინდეს სავალუტო დერეფანი და შემუშავდეს სესხების რეფინანსირების ახალი სქემა - გიგლა მიქაუტაძე

28 სექტემბერი, 2020 , 14:50

„ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და პასუხისმგებლობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დააკისრა. „მეზობელ სომხე

დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:43

ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული

საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:27

ჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე