უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 იანვარი, 2021 19:35
font-size

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ.

„კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრები 2020 წლის 14 მარტიდან დროებით დაიკეტა.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, იმისთვის, რომ მათ არ შეეხოს არალეგალური მიგრანტის სტატუსი და საქმიანობა აწარმოონ კანონიერ ჩარჩოში, ყველა ტიპის პასპორტს (დიპლომატიური, სამსახურებრივი და სამოქალაქო), რომელსაც ვადა 2020 წლის პირველ იანვარს ამოეწურა ანდა ამოეწურება, მოქმედების ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე გახანგძლივებულად ჩაეთვლება, რათა იმ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში), სადაც ისინი ცხოვრობენ, საქმიანობა დაარეგულირონ.

საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნების მიზნით ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, იმისთვის, რომ დაბრუნების მოწმობა გახადონ ოფიციალური, უნდა მიმართონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საქართველოში მდებარე საელჩოს“, – აღნიშნულია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3255 ლარი გახდა

26 თებერვალი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3255 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ყველაფერი მზადაა, რათა სპორტულმა დარბაზებმა მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ - ნათია თურნავა

26 თებერვალი, 2021 , 16:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილები

ივანიშვილის ციხესიმაგრეში ცხოვრებას ვერ შევეგუებით - ანზორ მელია

26 თებერვალი, 2021 , 15:50

პარლამენტთან ოპოზიციის აქციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა - ანზორ მელია შეუერთდა. "დღეს ჩემ სათქმელზე პასუხი გაცემულია. პასუხი არის ის ხალხი, ვინც აქ იმყოფება. აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვე

საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთანაც მიმდინარეობს

26 თებერვალი, 2021 , 15:28

„მსვლელობა თავისუფლებისთვის” მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავს. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. ოპოზიციონერი ლ

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

26 თებერვალი, 2021 , 14:30

28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და პირველი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელი მარტიდან დაიწყება

26 თებერვალი, 2021 , 14:30

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე ა