უახლესი ამბები
- 31.01.2023 15:25ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
- 31.01.2023 15:14გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო
- 31.01.2023 13:53თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს
- 31.01.2023 13:15კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
- 31.01.2023 13:0842 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
- 31.01.2023 11:342022 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გასული წლის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელმა 10.1 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
არქივი
სამართალი


საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ - IDFI
ბოლო პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ. მაგალითად, 2015 წლის ბოლო თვეებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოთხოვნის შემთხვევაში, სრულყოფილი სახით გასცემდა სასამართლო გადაწყვტილებათა ასლებს, თუმცა მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა 2015 წლის ოქტომბრიდან, როდესაც დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა, - ამის შესახებ საუბარია IDFI-ის მიერ მომზადებულ ანალიზში - „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში”
დღეის მდგომარეობით შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღება ისეთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც კი როგორიც, მაგალითად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
იმისთვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის პრაქტიკა, IDFI-მ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებები გააგზავნა საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალ ყველა სასამართლოში.
IDFI-ის მიერ მომზადებული ანალიზი „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში” [ http://bit.ly/2iwkBtp ] ემყარება სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიტიკურ-სამართლებრივ ანალიზს. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული პრაქტიკის შესწავლის მიზნით გამოთხოვილ იქნა საჯარო ინფორმაცია საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალი სასამართლოებიდან, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარი და აღნიშნული უარის დასაბუთება გაანალიზდა მოქმედი კანონმდებლობის კონტექსტში.
ანალიზი მომზადდა პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს, IDFI, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით.
ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღეს საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებობს შემდეგი სისტემური პრობლემები:
სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის პრაქტიკის თვალსაზრისით არსებული პრობლემები
- საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავენ პერსონალური მონაცემის ცნებას და დეპერსონალიზაციის შეუძლებლობას, ისინი არ ითვალისწინებენ ამა თუ იმ საქმის მიმართ არსებულ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესს. დარღვეულია ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის;
- გაცემული გადაწყვეტილებების დეპერსონალიზაციისას, რიგ შემთხვევებში, იფარება, აგრეთვე, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირი და სახელმწიფო წარმომადგენლები;
- საერთო სასამართლოები პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას ავრცელებენ იურიდიულ პირებზე;
- საერთო სასამართლოები უარს ამბობენ სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცემაზე საკმარისი რესურსის არარსებობის გამო;
- საერთო სასამართლოებში, სავარაუდოდ, კვლავ არსებობს სასამარლოს გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის შეთანხმებული შაბლონური ფორმები;
- რიგ შემთხვევებში, სასამართლოები ავლენენ განსხვავებულ მიდგომებს, განმცხადებელ (საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ) სუბიექტებთან (ფიზიკური და იურიდიული პირებთან) მიმართებით.
მოქმედი კანონმდებლობის თვალსაზრისით
- არსებულ წესრიგში, ფაქტობრივად, უპირობო უპირატესობა ენიჭება პერსონალური მონაცემების დაცვას. არ არის გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების გაცემის წესი, თუ ის შეიცავს განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული პერსონალურ მონაცემს;
- მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას განიხილავს, როგორც ორდინალურ საჯარო ინფორმაციას, მასზე ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი წესები და არ არის გათვალისწინებული მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის ლეგიტიმური ინტერესები;
- სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გამიჯვნა არ ხდება სამართლებრივი ურთიერთობის მიხედვით. არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნების, კატეგორიის, საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით დადგენილია გამჟღავნების ერთგვარი სტანდარტი;
- ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ზოგადი წესით, არის დახურული;
- კანონმდებლობით დადგენილია, ნორმატიული ბალანსი სამართლებრივ სიკეთეებს შორის და არ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
31 იანვარი, 2023 , 15:25

გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო
31 იანვარი, 2023 , 15:14
მოსამართლემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაურთო
30 იანვარი, 2023 , 13:46

ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ძალადობის და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი
28 იანვარი, 2023 , 18:34
საკუთარი ბებიის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში 26 წლის მამაკაცი დააკავეს
28 იანვარი, 2023 , 12:25
მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ასევე, კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც იყო დემენცია - ბრიტანელი ექსპერტი
27 იანვარი, 2023 , 13:43