უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ოქტომბერი, 2019 12:00
font-size

საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ხანდაზმული პირია

პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის №45/106 რეზოლუციის საფუძველზე 1990 წლიდან დაწესდა.

საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ხანდაზმული (60+) პირია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაბერებაზე სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში, ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას ცალკე თავი ეთმობა, რომელშიც აისახება მათ შორის ხანდაზმულთა სპეციალიზებული დაწესებულებების (თბილისსა და ქუთაისში) და სათემო ორგანიზაციების მონიტორინგისა და აპარატის მიერ შესწავლილი სხვადასხვა საქმის შედეგები.

ზემოაღნიშნულის პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის თანამშრომლობს დაბერების შესახებ გაეროს ღია სამუშაო ჯგუფთან, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება და ხელშეწყობა. ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევით ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესაფასებლად, 2018 წელს საქართველოს გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ეწვია, რის შედეგადაც მომზადდა გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშში (https://bit.ly/2TLJmsS), სადაც ხანდაზმულ პირთა მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის დაცვის უზრუნველსაყოფად ხელისუფლების მიმართ კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგები მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევები არ ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და ისინი სისტემურ პრობლემებს უკავშირდება.

პრობლემებს შორის აქტუალურია „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ პარალელურად მის განსახორციელებლად საჭირო ეროვნული სამოქმედო გეგმის (ამოიწურა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 ნოემბრის №490 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა, ამასთან არ დამტკიცებულა ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა) არარსებობა, ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა და ამ მიმართულებით სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემების არარსებობა, მძიმე სოციალურ ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბე და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს ქვეყანაში ხანდაზმულთა საჭიროებებს და მათი პრობლემები წლიდან წლამდე თითქმის უცვლელია. არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად არსებითად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოახდინოს საკითხის აქტუალიზაცია და საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაში დასახული ამოცანების შესრულების მიზნით, ეტაპობრივად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ხანდაზმული პირებისთვის ადამიანის უფლებების განუხრელ და სრულფასოვან რეალიზაციას.“ - აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 19:49

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს  გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, – ამი

22 მაისამდე ქვეყანაში მოძიებულია 3 500-მდე კონტაქტი, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 15 კლასტერი - მთავრობის ანგარიში

4 ივნისი, 2020 , 17:30

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 მაისის მდგომარეობით, 3 500-მდე კონტაქტის მოძიება განხორციელდა. მათივე ცნობით,

ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

4 ივნისი, 2020 , 17:30

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

4 ივნისი, 2020 , 17:30

COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!