უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მარტი, 2018 13:15
font-size

საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის განსაზღვრა და მათი ფინანსური მხარდაჭერა მოხდება

საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის განსაზღვრა მოხდება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და მისმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ იმუშავეს.

ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერაა სახელწმიფოს მხრიდან. მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია.

„კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით, (2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, სარგებლის სახით, ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება“, - თქვა ხუნდაძემ.

კანონპროექტი ითვალისწინებს შეღავათებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვისაც, რომელთა სარეიტინგო ქულა 300 000 -ის ტოლი ან მასზე ნაკლები იქნება.

„კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭებისა და სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1-ელ ივნისამდე. მსგავსი კანონპროექტი ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. საკითხზე მუშაობა დიდი ხანი მიმდინარეობდა, თუმცა, პროცესებს ქვეყნის მცირე ბიუჯეტი აფერხებდა. სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის 7 და მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდა.

ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ანა მებურიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

4 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომი

რაც მეტი გავლენა გაქვს, მეტია პასუხისმგებლობა, ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - გიგა ბოკერია

4 ივნისი, 2020 , 17:00

„მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მალე შედგეს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საერთო კანდიდატებზე თავიდანვე საუბრობდნენ, შეთანხმების ერთგულნი უნდა დარჩნენ, -ამის

საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის - დავით ბაქრაძე

4 ივნისი, 2020 , 15:35

„ევროპული საქართველოს“თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. „მინდა, თავ

აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება - დავით ჭიჭინაძე

3 ივნისი, 2020 , 17:39

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილსა და „ქართულ ოც

„საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა

3 ივნისი, 2020 , 16:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე დღეს პირველი მოსმენა გაიმართა. ბექა ნაცვლიშვილის განცხადები

გახარია თანამდებობას ტოვებს

3 ივნისი, 2020 , 16:05

გიორგი გახარია პოსტს ტოვებს - პრემიერის თანამდებობიდან მისი წასვლა ივანიშვილის კარზე რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი. ჩვენი ინფორმაციით, გახარიამ  გადაწყვეტილებას ფორმალურად უახლოეს საათებში აღა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!