უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 იანვარი, 2020 10:25
font-size

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა

ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. ინფორმაციას საქარველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია – ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა. სამინისტროში განმარტავენ, რომ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება იქნება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მტიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე ხუთი წელია, რაც თანამშრომლობს ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA).

საქართველოში ცენტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი − იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი უხელმძღვანელებს, ანგარიშვალდებული კი, ის ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან იქნება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელშიც სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე, დარგის ექსპერტები.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი ორი დანაყოფისაგან შედგება. მონაცემთა კვლევის დანაყოფის ამოცანაა ნარკოვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება, საკონსულტაციო დანაყოფის მიზანი კი, კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა და მისთვის კონსულტაციების გაწევაა. შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების თანამშრომლების მიღება იუსტიციის სამინისტროში 2020 წლის თებერვლიდან დაიწყება და მათი შერჩევა კონკურსის წესით 2020 წლის მარტამდე მოხდება.

ცენტრის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე მიიღო. ცენტრის დაფუძნება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაც არის გათვალისწინებული. მის ფუნქციონირებას ასევე ითვალისწინებს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნით საქართველო უზრუნველყოფს ნარკოვითარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას, მათს ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი