უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 იანვარი, 2018 11:25
font-size

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე „ბიტფიური ჯგუფს“ არ უსარგებლია არანაირი პრივილეგიით - კომპანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

ტექნოლოგიური კომპანია „ბიტფიური ჯგუფის“ წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომელმაც ელექტროენერგიაზე გადასახადის ზრდა ამ კომპანიის საქმიანობას დაუკავშირა.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფი არ სარგებლობს არანაირი პრივილეგიით და ამის დასადასტურებლად „ბიტფიური“ კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს კომუნალური გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

„გვსურს, ღიად დავაფიქსიროთ ოფიციალური პოზიცია, რომ კომპანია ბიტფიური, რომელიც უმსხვილესი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა (თითქმის 1 მლრდ კაპიტალიზიაციით) 2014-2015 წწ „ბიტფიური ჯგუფი“ სარგებლობდა სესხით „თანაინვესტირების ფონდიდან“, რომელიც 2015 წელს ჩანაცვლდა „საქართველოს ბანკისგან“ (BOG) მიღებული საბანკო სესხით, ვისთანაც დღემდე ვიმყოფებით ფინანსურ-საქმიან ურთიერთობაში.

ისლანდიის, ნორვეგიისა და კანადის მსგავსად, საქართველოში „ბიტფიური ჯგუფი“ ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია, აღარ ხდება, შესაბამისად, იქ ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს (იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის (გლდანის რაიონში მდებარე) დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი.

რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებსა და შესაძლოა, პრივილეგიებს, რაზეც ჩვეულად და თავის სტილში აპელირებს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, აქაც მთელი პასუხისმგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არცერთ ეტაპზე „ბიტფიური ჯგუფს“ არ უსარგებლია არანაირი პრივილეგიით ან შეღავათით. ამის დასტურად ჩვენი კომპანია - მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს - კომუნალური (ელექტროენერგიის შესყიდვა-გადახდის) გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას”,- ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპული საქართველოს“ მტკიცებით, კომპანია „ბიტფიური“ ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის თავისუფალ ზონაში გახსნილი დატა ცენტრია, სადაც კრიპტოვალუტის -ბიტკოინების გამომუშავება ხდება. პარტიის განცხადებით, მისი გახსნიდან (2015 წლის 15 დეკემბრიდან) თბილისის მოხმარება დღეში 40 მეგავატით გაიზარდა, რომლის გადახდა მოსახლეობას უწევს. „ევროპულმა საქართველომ“ აღნიშნა, რომ თვითონ „ბიტკოინების ქარხანა“ შეღავათიანი პირობებით სარგებლობს და როგორც თავისუფალ ზონაში განლაგებული ობიექტი, დენში 5 ცენტს ( გახსნის მომენტში დაახლოებით 10 ცენტი იყო) იხდის.

საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

13 აგვისტო, 2020 , 17:10

საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა. როგორც რიი

არჩევნების შედეგებით, ქართველი ამომრჩეველი ბევრს არაფერს უნდა ელოდოს - გიორგი გობრონიძე

13 აგვისტო, 2020 , 15:40

დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ძალიან პასიურია, შედეგად გვექნება ისევ ტრადიციული ქართული არჩევნები - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში  ევროპის  უნივერსიტეტის პროფესორმა, სა

„ლელო“-ს მხრიდან ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელობა იყო - ელენე ხოშტარია

13 აგვისტო, 2020 , 12:45

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ლელო“-ს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება მისთვის მოულოდნელობა იყო. „ლელო“-ს მხრიდ

გიორგი გახარია - საარჩევნო სიაში ჩემი ნომრით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც უახლოეს თვეებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ

12 აგვისტო, 2020 , 16:00

საარჩევნო სიის ნომრით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც უახლოეს თვეებში ვიბრძოლებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქ

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს

12 აგვისტო, 2020 , 15:40

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს. როგორც საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, ამჟამად, მ

“ლელოს“ გუნდს ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა

12 აგვისტო, 2020 , 15:10

"ლელოს" გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე