უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 დეკემბერი, 2018 14:00
font-size

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წლის მესამე კვარტალში, 322.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2018 წლის მესამე კვარტალში, 322.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატში შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას ასახელებენ. ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლასა და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას.

ამ პერიოდისთვის საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიდერლანდებიდან შემოვიდა – 49,7 მილიონი აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა კორეა – 40,2 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 33,1 მილიონი აშშ დოლარი.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა – 56.5 მილიონი აშშ დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტია. მეორე ადგილზეა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი – 54.5 მილიონი შშ დოლარით დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი – 46.3 მილიონი აშშ დოლარით.

კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

26 მარტი, 2019 , 23:42

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორს პასუხისმგებლიანი დაკრედიტები

კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

26 მარტი, 2019 , 16:40

თბილისის მერი კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ სავაჭრო სივრცე დაათვალიერა, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახ

2018 წლის IV კვარტალში სამშენებლო მასალებზე ფასები გაიზარდა - „საქსტატი“

26 მარტი, 2019 , 15:00

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.8 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, რომელიც შეეხება მშენებლობის ღირებულების ი

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

26 მარტი, 2019 , 14:15

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმ

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

26 მარტი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6822 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6821 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0001-ით

ერონული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

25 მარტი, 2019 , 21:30

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი მარტისათვის 22.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 319.1 მლნ ლარით, ანუ 1.4 პროცენტით მეტია პირველი თებერვლისათვი