უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 დეკემბერი, 2018 14:40
font-size

საქართველოში ქურთუკების ქარხანა 2019 წელს აშენდება

საქართველოში ქურთუკების ქარხანა 2019 წელს აშენდება. ამის შესახებ, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს. ფორუმში საქართველოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

ფორუმის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა და ტექსტილის საწარმოო ქალაქ კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მოუწყვეს. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესზე, კერძოდ კი, საქართველოში ქურთუკების საწარმოს გადმოტანის შესახებ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.

„საქართველო ჩინეთის სტრატეგიული და სანდო პარტნიორია. ძიანგსის პრვინციასთან კი განსაკუთრებული ურთიერთობები ყალიბდება. „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ჩვენ ვმსჯელობთ საინტერესო ბიზნეს პროექტების განცხორციელების დეტალებზე, მათ შორის ერთერთი სწორედ, ქურთუკების საწარმოა, რომელიც გრძელვადიანი მოლაპარაკებებისა და ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის შედეგია“, განაცხადა კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ვან სენ ფენმა.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ძიანგსის პროვინციის ქალაქ კუნცინის სამკერვალო წარმოება დაათვალიერეს, რომელიც ჩინეთის ბაზრის 60%-ს ამარაგებს და მსფლიოში ცნობილი ბრენდების შეკვეთებს ასრულებს. საწარმო ქალაქის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს. ტყიბულში ქალაქ კუნცინში მდებარე მსოფლიოში ცნობილი ქურთუკების სამკერვალო ფაბრიკის ანალოგი აშენდება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელი გასულ თვეში მოეწერა.
„ჩვენ მალე დავიწყებთ ტყიბულში ანალოგიური ქარხნის მშენებლობას. ჩინური საწარმოს საქართველოში გადმოტანა ევროპის ბაზარზე გასვლის ერთადერთი კონკურენტული გზაა და ვფიქრობ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების გარანტიც. საქართველოში წარმოებული პროდუქციით ჩვენ მსოფლიოს ბაზარს მოვამარაგებთ. საწარმოში უკვე ვკერავთ 2019 წლის კოლექციას“, განაცხადა კუნცინის საექსპორტო სამკერვალო წარმოების დირექტორმა ლიუ ჩანმა.

საქართველოში დამზადებული მსოფლიო ბრენდების ქურთუკები მეიდინ ჯორჯიას სახელით საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება. ტყიბულში საწარმოს მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება. ჩინეთში გადამზადების შემდეგ საწარმოში 300-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ძიანგსის პროვინციაში საქმიანი ვიზიტით მყოფ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.

200 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი

23 იანვარი, 2019 , 17:42

დღეიდან 200 ათას ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ახალი ზღვარი ძალაში დღეიდან შევიდა. “თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 17:34

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6611 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012-ით

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

23 იანვარი, 2019 , 16:36

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6601 შეადგინა.

თავისუფალი ეკონომიკის განვითარების მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კარგი შეფასებები გვაქვს - დავით ზალკალიანი

23 იანვარი, 2019 , 14:54

საქართველოს თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან კარგი შეფასებები აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმ

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6611 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6613 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0002-ით

კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა

22 იანვარი, 2019 , 18:27

საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს&n

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`