უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 მაისი, 2019 08:29
font-size

საქართველოში რიგგარეშე/შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.

დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნები გაიმართება.

საკრებულოებში დეპუტატობის კანდიდატები წარდგენილი ჰყავს პარტია “საქართველოს“, “ქართულ ოცნებას“, “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს“, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, “სამოქალაქო პლატფორმას - ახალი საქართველო“, “ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობას“, “ახალ ქრისტიან-დემოკრატებს“, “მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის“, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, “დემოკრატიული მოძრაობას-ერთიანი საქართველო“ და “ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიას“.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ასევე მონაწილეობას იღებენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 85 მაჟორიტარი კანდიდატია წარდგენილი. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის კიდევ ერთ ეტაპს განახორციელებს.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა, ცესკოს მიერ, 2018 წელს, 3 საარჩევნო უბანზე განხორციელდა.

მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - აკმამედ იმამკულიევი; “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - ბექა სვანიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია” - აგილ მუსტაფაევი; “თავისუფალი საქართველო” - ნინო ჯურხაძე; “საქართველო” - ლეილა ხარაიშვილი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ირენა სტურუა; “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ლისა სიხარულიძე; “პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო” - ნინიკო ჩხეტია; “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” - მალხაზ გორგასლიძე; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ელისო ქართველიშვილი; “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ჯანო ჟვანია; “ქრისტიან-კონსერვატორები” - ილია პატარაია; “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი - ალი ბადიროვი.

ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - დავითი თხელიძე; “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - კახაბერ კიკნაველიძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია” - ბაქარ ხიჯაკაძე; “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - ანზორ ნებიერიძე; “თავისუფალი საქართველო” - გიორგი წულაია; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზვიად ბოლოკაძე; “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - გელა სულაქველიძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ინგა კელენჯერიძე; “პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” - კახაბერი მაჩიტიძე; “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” - მანუჩარ სართანია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ნინა გოცაძე; “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” - პაატა ბაკურაძე; “ქრისტიან-კონსერვატორები” - რევაზ სხულუხია; “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - გიორგი გოგლიჩიძე; საინიციატივო ჯგუფი - ვახტანგი რობაქიძე; საინიციატივო ჯგუფი - კახაბერ ზარნაძე.

ჭიათურის მერობა შემდეგ 13 კანდიდატს სურს: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ირაკლი დემეტრაძე; “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - თეიმურაზ სამხარაძე; “თავისუფალი საქართველო” - ტატო ურუშაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - გიორგი ხაჭაპურიძე; “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - მზია სამხარაძე; “პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” - ანდრო მაღლაკელიძე; “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” - ზიტა ადამია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირინა ცერცვაძე; “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ალექსანდრე კეზევაძე; “ქრისტიან-კონსერვატორები” - მანანა გოგიჩაძე; “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი - ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი - დავით ჭუმბურიძე.

ზუგდიდის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - მამუკა გერმანიშვილი; “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - გოგიტა ბიგვავა; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია” - სანდრა ელისაბედ რულოვი; “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - შავლეგი თოდუა; “თავისუფალი საქართველო” - სოფიო კანდელაკი; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ლიკა ბუკია; “ახალი ქრისტიან -დემოკრატები” - დათა გაბეჩავა; “პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” - ალექსი ნონიაძე; “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” - პაატა პირტახია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - მალხაზ ლეჟავა; “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” - გიორგი ჩიაშვილი; “ქრისტიან-კონსერვატორები” - ნანი ხუციძე; “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - გიორგი შენგელია; საინიციატივო ჯგუფი - დომენტი სიჭინავა; საინიციატივო ჯგუფი - თენგიზ ჯგუშია; საინიციატივო ჯგუფი - დავით თორდია.

ხულოში მერობის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ვახტანგ ბერიძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - იოსებ თავართქილაძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია” - ირაკლი ჯორბენაძე; “თავისუფალი საქართველო” - საბა ბობოხია; “საქართველო” - ზურაბი ჯორბენაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - ზურაბ ცინცაძე; “მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის” - ზურაბ ხიმშიაშვილი; “პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” - მამუკა ქობულაძე; “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” - გია გაბეშია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირაკლი ტუნაძე; “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ნუგზარ ფუტკარაძე; “ქრისტიან-კონსერვატორები” - ზაურ კომახიძე; “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - ვახტანგ ბერიძე; საინიციატივო ჯგუფი - როლანდ აბულაძე.

არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი