უკან

საზოგადოება

14 აგვისტო, 2020 14:40
font-size

საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

მიმდინარე წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 186.6 ლარი იყო, ივლისში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა და 183.5 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივნისთან შედარებით, ივლისში 2.7 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.6 ლარს შეადგენს. 5 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 307.9 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ივლისში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 162.6 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 260.1 ლარით, სამსულიანი – 292.6 ლარით, ოთხსულიანი – 325.1 ლარი, ხუთსულიანი – 363.7 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 432.4 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ენდელაძე

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართ

კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთ კი თბილისში გარდაიცვალა. „გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი ა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება. დანა

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა

28 სექტემბერი, 2020 , 11:05

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებულ

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

28 სექტემბერი, 2020 , 11:05

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. ვებგვერდის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 31-ს შეადგენს. ამ დროისთვის უცნო

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 სექტემბერი, 2020 , 10:41

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე