უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
პოლიტიკა


საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს ეცნობათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ორგანიზაციებში შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგზავნა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აცნობა, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
„საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდათ ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რიგი შეზღუდვების შესახებ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციების (კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის) სრული დაცვით განხორციელდა. საერთაშორისო ორგანიზაციებს აგრეთვე ეცნობათ საქართველოს მიერ საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეჩერების შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, ნოტით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, ვირუსთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გატარებული ღონისძიებების თაობაზე.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.
საკვანძო სიტყვები:

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
3 მარტი, 2021 , 17:25

პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
3 მარტი, 2021 , 17:25

ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
3 მარტი, 2021 , 17:00

გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
3 მარტი, 2021 , 16:33

დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
3 მარტი, 2021 , 16:00

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
3 მარტი, 2021 , 12:20