უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 მარტი, 2017 11:40
font-size

საქართველოში სამველ ბაბაიანის თანამზრახველი დააკავეს

საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ღვინის აღმართის გადაკვეთაზე, სომხეთის პოლიციის მიერ ძებნილი 1977 წელს დაბადებული რობერტ ა. დააკავეს.

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის მთავარი სამმართველო 40 წლის რობერტ ა.-ს საზენიტორ-სარაკეტო კომპლექსის „იგლას“ საქმისთვის ყავდა ძებნაში გამოცხადებული.

სომხეთის პოლიციის მთავარი სამმართველო რობერტ ა.–ს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 235,1 მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ეძებდა, რაც იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციას, გადატანა, ან ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა საზღვარზე „იგლას“ შეტანის ფაქტი აღკვეთა. უწყების ინფორმაციით, რაკეტა კონტრაბანდისტული გზით საქართველოს გავლით შედიოდა.

საქმეზე ორი პირია დაკავებული, მათ შორის არის მთიანი-ყარაბაღის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი.

სომხეთი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ბაბაიანის დაკვეთითა და მითითებით მოქმედებდნენ დანარჩენი პირები.

ამასთან, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ჯერჯერობით „რთულია საუბარი იმაზე, რომ „იგლა“ სომხეთში საქართველოდან შედიოდა“.

მონიკა დავლიანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი