უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მარტი, 2017 15:30
font-size

საქართველოში სარეზერვო სამსახური ანაზღაურებადი და ამავდროულად ნებაყოფლობითი იქნება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე რეზერვის კონცეფციის პროექტზე მსჯელობენ.

პროექტი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარადგინეს. პროექტით განსაზღვრულია, რომ სამი კომპონენტი შეიქმნება. პროექტით ასევე განსაზღვრულია ის საკითხი, რომ საქართველოში სარეზერვო სამსახური ანაზღაურებადი იქნება, ამავდროულად ნებაყოფლობითი.

კონცეფციის ავტორების განცხადებით, რეზერვისტები ორი სახის მომზადებას გაივლიან, საბრძოლო-ინტენსიურსა და სამობილიზაციო-მოკლევადიანს. წვრთნების ხანგრძლივობა კი, წელიწადში 45 დღეს არ აღემატება.

კონცეფციით განსაზღვრულია სპეციალისტების რეზერვის შექმნა, რომელიც ერთგვარი კიბერ სპეციალისტთა რეზერვი იქნება. ამ რეზერვში მყოფი ადამიანები გააგრძელებენ სამოქალაქო ცხოვრებას და ამავდროულად ჩარიცხულები იქნებიან რეზერვის სამსახურში.

„რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე პროფესიონალურ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც კი მიიღებენ, თუმცა წელიწადში, საერთო ჯამში 45 დღე იქნებიან გამოძახებული,

მაქსიმალურად იქნებიან თანხვედრაში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან და იმ ცხოვრების წესთან, რასაც ჩვენი მუდმივი სამხედრო მოსამსახურეები ეწევიან. გარდა ამისა, ჩვენ გვეყოლება ტერიტორიული პრინციპით სამხედრო რეზერვი“, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებულ

პარლამენტთან `სირცხვილიას` წევრებმა აქცია-გამოფენა გამართეს

20 სექტემბერი, 2019 , 12:35

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ფოტოები, რომელზეც საოკუპაციო ზოლთან არსებ

მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას

20 სექტემბერი, 2019 , 12:00

იუსტიციის სამინისტრო მე-11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცი

`ერთად ერთის წინააღმდეგ` - დღეს რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

20 სექტემბერი, 2019 , 11:37

„გავრილოვის ღამიდან“ სამი თვის თავზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორთა მიმართვაშია ნათქვამი: „20 სექტემბერს, გავრილოვის ღამიდან ზუსტად სამი თვის თა

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15

პარლამენტში შესვლა დღეს შეზღუდული იქნება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი. „20 სექტემბერს, რუსთავე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს