უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
- 19.03.2024 14:18ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია
არქივი
რეგიონები
საქართველოში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება
14 – 15 ნოემბერს, თბილისში, სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამიტი საქართველოში პირველად ჩატარდება. სამიტის ორგანიზატორია გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), ხოლო მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA).
„ევროპული სამიტის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა იმ წარმატებული პროექტების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს მთიანეთში სათემო ინტერნეტით დაფარვას შეეხება.
ინტერნეტმა თუშეთში ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას. დღეს ინტერნეტი თუშეთის ოთხივე ხეობაშია ხელმისაწვდომი. სამინისტროს მხარდაჭერით ასევე დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები ინტერნეტით დაიფარება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გამოცდილებას და ქვეყანაში სათემო ქსელების განვითარების პოლიტიკას სამიტის ფარგლებში სპეციალური პანელი დაეთმობა.
მსოფლიოში სათემო ინტერნეტ ქსელები ბოლო რამდენიმე წელია რაც შეიქმნა, როგორც რთულ მაღალმთიან გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მდებარე დასახლებული პუნქტების ინტერნეტით უზრუნველყოფის იაფი, სათემო საზოგადოებაზე ორიენტირებული გზა.
სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს, მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროექტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლი ეკისრება. მათ შორის, ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ. საქართველოს მთავრობამ სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას აღნიშნული პრინციპების დაცვით მხარი დაუჭირა.
სამიტის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი მონაწილეების მიერ განხილული იქნება სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკები, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, ინფრასტრუქტურის გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრი და სხვა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.