უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 ივლისი, 2018 16:55
font-size

საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს - ISET

ISET-ის კვლევის თანახმად, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის. ამის შესახებ ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში “საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სასესხო პორტფელის შედარება საქართველოს საბანკო და არასაბანკო სექტორებში“ ასახული.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში, მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის.

ამასთან, სესხის გაცემისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვის ხარჯებით კორექტირების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

“ადგილობრივ ვალუტაში არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 16.5%-ს შეადგენს, რაც უფრო დაბალია ვიდრე საპროცენტო განაკვეთი იმავე პროდუქტზე სომხეთში (27.9%), ყაზახეთსა (24.5%) და რუსეთში (20.6%) და უფრო მაღალია ვიდრე რუმინეთში (11.2%), ჩეხეთსა (10.1%) და პოლონეთში (8.0%). ამასთან, ლარში ვადიანი დეპოზიტის ფასის გათვალისწინებით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე კვლევაში შესულ ყველა ქვეყანასთან შედარებით უფრო დაბალია. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების, როგორც ადგილობრივი ვალუტის ფასის გათვალისწინების შემდეგ, სხვაობა საქართველოში და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის შემცირდა“, - აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება სესხების ხარისხს საბანკო და არასაბანკო სექტორებში - კვლევის თანახმად, საბანკო სექტორში სესხების ხარისხი მათი რაოდენობის მიუხედავად, სტაბილურია, მაშინ როდესაც არასაბანკო სექტორში სესხების ხარისხი ბევრად ჩამორჩება საბანკო სექტორში არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს და მნიშვნელოვან გაურესებას განიცდის ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ანგარიშში ასახულია 2018 წლის აპრილი-მაისის პერიოდი და 48 მოწინავე ბანკის მონაცემებს ეყრდნობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან.

„ისრაელის სახლმა“ ისრაელელ არქიტექტორებსა და ინჟინრებს უმასპინძლა

18 სექტემბერი, 2018 , 13:00

„ისრაელის სახლსა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატას დღეს ისრაელელი არქიტექტორები და ინჟინრები სტუმრობდნენ. ისრაელელ სპეციალისტთა 30-კაციანი ჯგუფი საქართველოში მეორე დღეა იმყოფება და ქვეყანას ეცნობა. &bdqu

საქართველოში „ვინდჰამის“ პრემიუმ ბრენდი „ვინდჰამ გრანდი“ შემოვიდა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „რიქსოსის“ უნიკალური არქიტექტურის სასტუმროს მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ობიექტში განხორციელდა 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია. შენობა მდებარეობს მუზეუმების ქუ

გიორგი ქობულიამ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორთან საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმა განიხილა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი ხელმძღვანელობს.  შეხ

ფულადი გზავნილები აგვისტოში

17 სექტემბერი, 2018 , 17:30

2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. უ

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერი, 2018 , 09:00

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

15 სექტემბერი, 2018 , 11:05

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`