უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 12:25
font-size

საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება D-2-Etilhexilftalat აღმოჩნდა

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება D-2-Etilhexilftalat აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია.

შესაბამის ინფორმაციას ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო.

ომბუდსმენის აპარატი იწყებს კამპანიას ”უსაფრთხო სათამაშო”, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

,,ქვეყანაში უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს იმ სათამაშოებს, რომელიც ბაზარზე ვრცელდება. სამწუხაროდ, შემოწმების მიხედვით დადგინდა, რომ ამ სათამაშოების დიდი ნაწილი შეიცავს გარკვეულ ნივთირებებს, რომელიც ბავშვების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს ვალდებულება შეურთდეს ევროკავშირის სპეციალურ დირექტივას 2019 წლის სექტემბრამდე, თუმცა მანამდე სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ზოგადად დარეგულირდეს არსებული მდგომარეობა. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც გულისხმობს გარკვეული მონიტორინგის მექანიზმის შექმნასაც, რომ შემოწმდეს სათამოები ქვეყანაში, ამაღლდეს ცნობიერება. ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მათ შორის საბავშვო ბაღებში, რომ იყოს გარკვეულწილად შემოწმებული ის სათამაშოები, რომლებიც საბავშვო ბაღებშია“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი