უკან
ეკონომიკა
14 დეკემბერი, 2018 12:30
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბერში ქვეყანაში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
2018 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მლნ აშშ დოლარი (358.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით (11.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი მოდიოდა.
2018 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მლნ აშშ დოლარი (53.10 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.9 მლნ აშშ დოლარისა (53.08 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.