უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 ნოემბერი, 2017 17:52
font-size

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი გვირაბის გათხრა დასრულდა

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში - საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციას, რომელიც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მთავრობის მეთაური შეფასებით, პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

"ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდება მგზავრობის დრო და მატარებელი თბილისიდან ბათუმამდე მანძილს კიდევ უფრო მოკლე დროში დაფარავს. „საქართველოს რკინიგზა“ ძალიან დიდ ძალისხმევას დებს, რათა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დროულად და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს. ჩვენი გათვლით, პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება. ასე რომ, თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მალე ჩვენ გვექნება მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის - სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყანას ექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ახალი და განახლებული რკინიგზის სადგურებით, პორტებით და აეროპორტებით, ტურისტული ინფრასტრუქტურით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება არა მარტო საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა, არამედ პროცესში ჩართული არიან უცხოელ ექსპერტთა, სპეციალისტთა და მშენებელთა ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფები.

პრემიერის შეფასებით, სწორედ ასეთია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“, რომელიც უღელტეხილის მონაკვეთზე რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას ახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობას უწევს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ILF-ისა და DB Iნტერნატიონალ-ის კონსორციუმი.

"მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და რკინიგზის უკვე ყოფილ დირექტორს, მამუკა ბახტაძეს გადავუხადო დიდი მადლობა გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის და ასევე მინდა ვუსურვო მას წარმატება იმ პოზიციაზე, რომელსაც იგი დღეს უკვე იკავებს - ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე; დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო არის ბუნებრივი დერეფანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, აქვს დიდი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში, მათ შორის, ვაჭრობისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

"ჩვენ გვაქვს საშუალება, დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. ამდენად, ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდის კუთხით. განვითარებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის და დიდი შესაძლებლობაა რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე ბიზნესის წარმოებისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვისაც. ეს ორი პროექტი ერთობლივად, ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ეკონომიკურ ლანდშაფტს, ამიტომ მათი წარმატებით განხორციელება არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა. ეს არის პროექტები, რომლებმაც უდიდესი გარდატეხა უნდა მოახდინოს ქვეყანაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოლაპარაკებაშია ასევე ჩინურ კომპანიებთან. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვთქვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ პროექტში ჩინური მხარე ძალიან სერიოზულად იყოს წარმოდგენილი. სულ მალე, 28-29 ნოემბერს, საქართველოში ჩატარდება მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელსაც ჰქვია "ერთი გზა - ერთი სარტყელი". ეს ფორუმი გახლავთ ანარეკლი ჩინეთის მთავრობის, კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივისა, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის აღდგენის თაობაზე. ჩვენ ველოდებით წარმომადგენლობით დელეგაციას ჩინეთიდან, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარულნი ვიქნებით, განვიხილოთ ახალი ეკონომიკური ინიციატივები ამ პროექტის ფარგლებში. და ბოლოს, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ თითოეული ინვესტიცია, თითოეული პროექტი ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ გაათმაგებული პასუხისმგებლობით და მონდომებით. ჩვენ ორიენტირებული ვართ სწორად დაგეგმვასა და მაღალ ხარისხზე. ჩვენი ამოცანაა, ეფექტიანად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანაშია და ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ მყარი გარანტიები სტაბილური, მშვიდი და უკეთესი ცხოვრებისათვის. მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ძი იანჩი, "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს გენერალური დირექტორი" სიაო ჰონგვუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი