უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

29 ივნისი, 2018 09:00
font-size

საქართველოში ტემპერატურა დღეს +39 გრადუსს მიაღწევს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეს ტემპერატურა +39 გრადუსს მიაღწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; სანაპირო რაიონებში +26, +31; მთაში +31, +36; მაღალ მთაში +25, +30 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +34, +39; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.

თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +38 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა