უკან

მოზაიკა

28 ივნისი, 2018 09:00
font-size

საქართველოში ტემპერატურა დღეს +41 გრადუსს მიაღწევს

სინოპტიკოსები ვარაუდოებენ, რომ საქართველოში დღეს ტემპერატურა +40 გრადუსს გადააჭარბებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +36, +41; სანაპირო რაიონებში +28, +33; მთაში +34, +39; მაღალ მთაში +28, +33 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში.ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +34, +39; მთაში +32, +37; მაღალ მთაში +24, +29 გრადუსი.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +37 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა