უკან
მოზაიკა
4 აპრილი, 2017 17:00
საქართველოში ტემპერატურა ხვალ +25 გრადუსს მიაღწევს
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; მთაში +19, +24; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +17, +22; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
თბილისში ხვალ დღე უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +21 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი