უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:43ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
არქივი
ეკონომიკა


საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე
საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს.
შეხვედრას გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, საერთაშორისო ექსპერტი გარემოს დაცვის და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში დარიუშ პრასეკი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე ესწრებოდნენ. მხარეებმა ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი რუკის შემუშავების მიზნებზე და ამოცანებზე იმსჯელეს.
„საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვასაც გულისხმობს. ყოველი აღნიშნული მდგრადი განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების წინაპირობაა. საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებულ გზას დაადგა. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ქვეყანა რეგიონში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში ლიდერი გახდეს”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის წარმოებისთვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის, ასევე, საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელობის საკითხებს.
საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის პროექტს, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებს.

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00

საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით იანვარში არსებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მცირეა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 11:20
27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება
26 თებერვალი, 2021 , 15:50

იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა
25 თებერვალი, 2021 , 14:14

ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას - ირაკლი ღარიბაშვილი
25 თებერვალი, 2021 , 12:55

ადგილობრივი ექსპორტი 6.4 პროცენტით შემცირდა
19 თებერვალი, 2021 , 12:10